ბაზის ბანკი




                                                       Basisbank

                                    ბანკის ისტორია

ბაზისბანკი საქართველოს საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს . იგი დაფუძნდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი და ამის მიუხედავად, შეძლო, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, ჩამოყალიბებულიყო მყარ საფუძველზე მდგარ, სტაბილურად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტად.
ბაზისბანკი კერძო პირებსა და კომპანიებს საბანკო მომსახურების სრულფასოვან კომპლექსს სთავაზობს.
განვლილი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აღიარება და მათთან ურთიერთობის განმტკიცება
ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის “Georgian Financial System Framework” (GFSF)  ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა.
წარმატებული თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა,რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა.
EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბაზისბანკის სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელიგონივრული მენეჯმენტი და გამჭვირვალე საკუთრება.
2012 წელს ბაზისბანკის აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი ჩინეთში მოღვაწე Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd. (ჰუალინგ ჯგუფი) გახდააღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესად ჩინური კერძო კომპანია იძენს მნიშვნელოვან წილს კომერციულ ბანკში.
ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის ჯან ჯუნის განცხადებით, რომელიც ასევე ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეცაა, ჰუალინგ ჯგუფი გეგმავს ბაზისბანკის მომსახურების ქსელის გაფართოებას. ბაზისბანკს ექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ასევე გააფართოვოს ბიზნესი ცენტრალურ ევროპასა და აზიაში.“ განაცხადა ბატონმა ჯანმა.  







                                       ანაბრები

 













ვადიანი ანაბარი


ვადიანი ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ ფიქსირებული თანხითა და წინასწარ განსაზღვრული დროით 2–დან 24 თვემდე. ვადიან ანაბარს დაერიცხება ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი.  
 
 ვადიანი ანაბრის პირობები
 
ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება  უფასოა;
ანაბრის გასახსნელად მინიმალური თანხაა 100 ლარი / 100 აშშ დოლარი / 100 ევრო

სარგებლის გატანა შესაძლებელია ყოველი თვის ბოლოს ან ანაბრის ვადის დასრულების შემდეგ;

ანაბარზე თანხის დამატება არ შეიძლება;

მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;

ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1.5%;

ბონუს სისტემა
ფიზიკურ პირებს, რომლებიც ბაზისბანკში გახსნიან ვადიან ანაბარს, ბანკი საჩუქრად გადასცემს Visa Electron,  Visa Classic ან Visa Gold საერთაშორისო პლასტიკურ ბარათებს ანაბრის მოცულობის შესაბამისად;





სასარგებლო ანაბარი


გახსენით ანაბარი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხითა, მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი და ისარგებლეთ თქვენი დანაზოგით ნებისმიერ დროს!
 სასარგებლო ანაბრის პირობები:
  • ანაბარზე თანხის შეტანა და გამოტანა შეუზღუდავია
  • ანგარიშის გახსნა უფასოა;
  • ანაბრის გასახსნელად მინიმალური თანხა არ მოითხოვება;
  •  შემდგომი მინიმალური შენატანი ასევე შეუზღუდავია;
  • ანაბარზე შესაძლებელია ოპერაციების განხორციელება დისტანციური ბანკინგით (ინტერნეტბანკინგი, ტელებანკინგი);
  • მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით.  
  • ანაბრის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან მიმდინარე კვარტლის ბოლომდე ავტომატური გაგრძელებით, გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ანალოგიური და სტანდარტული პროდუქტისთვის მოქმედი პირობებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
თუ ანაბრიდან თანხის გატანა მოხდა ორჯერ ან მეტჯერ, ანაბრის ხელშეკრულება დარღვეულად ითვლება და მას დაერიცხება წლიური სარგებელი 3%–ლარში; 1,5%–უცხოურ ვალუტაში.
ანაბრიდან თანხის გადარიცხვის, ან ჩარიცხული თანხის გატანის შემთხვევაში მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის ტარიფები. 






მოთხოვნამდე ანაბარი


 ანაბრის პირობები:
ანგარიშის გახსნა - უფასო;

მინიმალური ნაშთი ანაბარზე სარგებლის დარიცხვისთვის უნდა შეადგენდეს 100 ლარს / 100 აშშ დოლარს / 100 ევროს; 
ანაბრის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან მიმდინარე კვარტლის ბოლომდე ავტომატური გაგრძელებით, გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ანალოგიური და სტანდარტული პროდუქტისთვის მოქმედი პირობებით;

ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს;

უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფის მიხედვით;




საბავშვო ანაბარი


ანაბრის პირობები:
ანგარიშის გახსნა - უფასო;

ანაბრის გახსნა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს;

ანგარიში იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან მესამე პირის მიერ;

ანაბარი იხსნება მინიმუმ 3 წლით და მისი ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე;

თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნიან მშობლები, ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ აქვთ ანაბრის განკარგვის უფლება. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს უფლება გადადის ბავშვზე;

თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნის მესამე პირი, ბავშვის სრულწლოვანებამდე მისი განკარგვის უფლება აქვს ანაბრის გამხსნელს, ხოლო ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ეს უფლება გადადის მასზე;

პირველი  წლის განმავლობაში წლიური საპროცენტო განაკვეთია: ლარში 14,00%; აშშ დოლარი – 10,00%; ევრო – 9.00%.

ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანია 50 ლარი / 25 აშშ დოლარი / 25 ევრო;
თანხის ყოველი შემდგომი შენატანი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10 ერთეულს. შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე;
ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ (მე–12 თვის ბოლოს);
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება შემცირებული საპროცენტო სარგებელი.



ზრდადი მომავლის ანაბარი


რა არის ზრდადი მომავლის ანაბარი?
ზრდადი მომავლის ანაბარი ქართულ საბანკო ბაზარზე  სრულიად ახალი ტიპის ანაბარია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დააგროვოთ საკუთარი თანხები და მათზე მიიღოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ასევე, ისარგებლოთ ბანკისგან გარანტირებული სესხით (ბანკში მოქმედი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით) თქვენ მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად.
თქვენ თავად  შეგიძლიათ განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა.
ანაბარზე  ყოველთვიური შემონატანების მოცულობა შეუზღუდავია.





სესხის პირობები:
გარანტირებული სესხისთვის ყოველთვიური მინიმალური დანაზოგი შეადგენს 100 ლარს.
გაიცემა 3 სახის მიზნობრივი სესხი: სამომხმარებლო, იპოთეკური და ავტოსესხი.
სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დეპოზიტის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, შეადგენს:
  •  - იპოთეკურ სესხზე 16%-ს
  • - ავტოსესხზე 18%-
  • - სამოხმარებლო სესხზე 20%-



ზრდადი შემნახველი ანაბარი


 
 თუ გადაწყვიტეთ გახსნათ ზრდადი შემნახველი ანაბარი, თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა და ანაბრის პერიოდი 6-დან 24 თვემდე.
 
 

ზრდადი შემნახველი ანაბრის პირობები:
ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა;
ყოველთვიური დანაზოგის ოდენობას ადგენს მეანაბრე. თუმცა, ყოველთვიური დანაზოგი არ უნდა იყოს 10 ლარზე / 10 აშშ დოლარზე / 10 ევროზე ნაკლები; 
მინიმალური ნაშთი, რომელსაც სარგებელი დაერიცხება, შეადგენს 10 ლარს / 10 აშშ დოლარს / 10 ევროს;  
დაზოგვის პერიოდი შეირჩევა მეანაბრის მიერ (არანაკლებ 6 და არაუმეტეს 24 კალენდარული თვისა); 
მეანაბრე ვალდებულია ყოველთვიურად შემოიტანოს დადგენილი თანხა. გრაფიკის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად; 
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1,5 %; 
მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;

                    პლასტიკური ბარათები







საკრედიტო ბარათები
ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბარათია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათების ყველა ძირითადი უპირატესობა. 
 
მომსახურების ტექნოლოგია:

საკრედიტო ბარათის მფლობელს ბაზისბანკი საშუალებას აძლევს განახორციელოს ანგარიშსწორება, როგორც ბარათზე არსებული ფულადი სახსრებით, ასევე კრედიტით (აშშ დოლარში, ლარში), რომელსაც ბანკი გაძლევთ შესაბამისი შეთანხმების შედეგად (ამ დროს საკრედიტო ბარათზე მიბმული იქნება თქვენი საბარათე ანგარიში შესაბამისი საკრედიტო ხაზით). გაცემულ კრედიტს კლიენტი ფარავს საბარათე ანგარიშის შევსებით.


ბაზისბანკის საკრედიტო ბარათის უპირატესობები:
კრედიტი გაიცემა გირაოსა და ორგანიზაციის თავდებობის გარეშე;
საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ამასთან, საკრედიტო ხაზი არის მუდმივად განახლებადი;
საკრედიტო ლიმიტის დროს დაწესებული თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ;
ხარჯების კონტროლი შესაძლებელია ინტერნეტის (Internet Banking) საშუალებით;
ანგარიშსწორება მსოფლიოს მილიონობით სავაჭრო ობიექტში.
ბაზისბანკი საკრედიტო ბარათის დამზადებას მომხმარებლისათვის ახორციელებს უფასოდ, კრედიტის აღებისას მომხმარებელს არ უწევს საკომისიოს გადახდა.

საკრედიტო ბარათის მიღების ვარიანტები:

საკრედიტო ხაზი შეიძლება დაყენდეს თქვენს ხელთ უკვე არსებულ ბარათზე (VISA CLASSIC ან VISA GOLD), რისთვისაც მოგიწევთ შესაბამისი ანკეტის შევსება.
ახალი საკრედიტო ბარათის შესაძენად (VISA CLASSIC ან VISA GOLD) უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა, რომლის მოძიება შესაძლებელია ამავე გვერდზე, ან ბაზისბანკის ნებისმიერ განყოფილებაში.

დაკრედიტების ლიმიტი:

საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარამდე.
ბარათზე საკრედიტო ლიმიტი ყველა კლიენტისათვის ინდივიდუალურად დგინდება. ლიმიტს აწესებს ბანკი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისა და ბანკში არსებული თქვენი საკრედიტო ისტორიის საფუძველზე.
მოთხოვნები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი:
ქონდეს სტაბილური შემოსავალი (არანაკლებ 400 ლარისა);
უნდა იყოს სრულწლოვანი და გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:

კრედიტით სარგებლობისას საპროცენტო განაკვეთია თვეში 2%.
საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შეიძლება როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ.
კრედიტით სარგებლობის დროს პროცენტები ერიცხება მხოლოდ იმ თანხას, რომელიც რეალურადაა ათვისებული მომხმარებლის მიერ.
საერთო თანხის დაფარვა და პროცენტების რეალიზაცია ხორციელდება იმ დღეს, როდესაც მოხდება ფულადი სახსრების ჩარიცხვა კლიენტის საბარათე ანგარიშზე.
კრედიტის დაფარვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი თანხის სალაროში შეტანით, ისე კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
 
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
                                  







                                                   მეგობარათი



მეგობარათი
 
იმეგობრე სასარგებლო ბანკთან 
 
მეგობარათის საკრედიტო პირობები
მეგობარათი რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა სასესხო პროდუქტისაგან. ის ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, თუმცა საჭიროებისას თანხის განაღდება შესაძლებელია ბანკომატის საშუალებით.
 
თუ ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, თქვენ აღარ მოგიწევთ პროცენტის გადახდა.
თუ მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევით, არც ესაა პრობლემა — წლიური განაკვეთი მხოლოდ 15%–ია.
პროცენტი მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას ერიცხება და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს.
საკრედიტო ლიმიტი მზარდია. თუ თქვენ ხშირად იყენებთ ბარათს და მეტი კრედიტი გჭირდებათ ბანკი მას ყოველთვის გაგიზრდით.
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
ბაზისბანკისა და კომპანია მაგთიკომის საჩუქარი მეგობარათის მფლობელებს: მეგობარათით სარგებლობისას მიიღეთ ბონუს წუთები და SMS-ები მაგთიკომში ჩართულ ნომერზე! *
 მეგობარათის მფლობელებს ბანკში დარეგისტრირებულ მაგთიკომის ნომერზე თითოეული ტრანზაქციისათვის დაერიცხებათ:
დახარჯული თანხის 2%–ის შესაბამისი უფასო სასაუბრო დრო მაგთიკომის ქსელში
ყოველ ტრანზაქციაზე 3 უფასო SMS-ი ნებისმიერი მიმართულებით
სერვისის გასააქტიურებლად გთხოვთ მობრძანდეთ ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში და დაარეგისტრიროთ მაგთიკომის ნომერი, რომელზეც გსურთ დაგერიცხოთ ბონუსები. 
 
*ბონუს წუთების დარიცხვა არ ხორციელდება "ბანის" აბონენტებზე

ბონუსების ჩარიცხვა და ხარჯვა:

ბონუსების ჩარიცხვა ხდება ყოველი მომდევნო თვის 1 რიცხვში. ამასთან, ბონუსების გამოყენება შესაძლებელია ჩარიცხვიდან ერთი თვის განმავლობაში;

ბონუსების საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე – გასული თვის 26 რიცხვიდან, მომდევნო თვის 26 რიცხვის ჩათვლით.

ბონუსები დაირიცხება ბარათით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:
საქონლის ან მომსახურების შეძენისას;

კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების ინტერნეტ ბანკინგით გადახდისას;
საკომუნიკაციო სახის გადასახადების გადახდისას SMS- ბანკინგით.

 
და კიდევ ერთი საჩუქარი მეგობარათის მფლობელებს:
ბაზისბანკის "მეგობარი ობიექტები" სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობენ!
 
ჯერ არ გაქვთ მეგობარათი? ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში თქვენ მას უფასოდ გადმოგცემენ. ამისათვის მხოლოდ 400 ლარის ოდენობის ხელფასის დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ. 
 




                          Geocell Visa Card





Geocell Visa Card
 
Geocell Visa Card-ის საკრედიტო პირობები
«Geocell Visa Card»-ი გაძლევთ საშუალებას ისესხოთ ფული დღეს და დააბრუნოთ მაშინ, როცა გნებავთ, იქნება ეს ერთი თვე, ერთი წელი თუ უფრო მეტი!

თუ ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, არცერთი თეთრის გადახდა აღარ მოგიწევთ პროცენტის სახით!
თუ მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევით, არც ეს არის პრობლემა — წლიურად მხოლოდ 15%-ის გადახდა მოგიწევთ.

გახსოვდეთ, პროცენტი ერიცხება მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს!

საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ასევე ნაწილ-ნაწილ. ნებისმიერ დროს ყველა ქვეყანაში.
 
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ ათვისებული გაქვთ), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%-ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვა. ამ თანხით თქვენი კრედიტი დაიფარება, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
შესყიდვები
შესყიდვები Geocell Visa Card-ით
Geocell Visa Card–ი ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, და ამავდროულად თქვენ გერიცხებათ ბონუსები ჯეოსელში.

Geocell Visa Card–ით შეგიძლიათ გადაიხადოთ ყველა სავაჭრო წერტილში, სადაც ემსახურებიან წამყვან საერთაშორისო საგადასახადო სისიტემის Visa ბარათებს.
კომუნალური გადახდები

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, თუკი ეწვევით
www.bankonline.ge-ს და აირჩევთ თქვენთვის სასურველ გადახდას. Geocell Visa Card--ით განხორციელებულ გადახდებზე თქვენ რათქმაუნდა მიიღებთ ბონუსებს ჯეოსელში.
ბონუსები
ბონუს პროგრამა Geocell Visa Card-ის მფლობელებისათვის

თვის განმავლობაში
Geocell Visa Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს. გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით.

შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება
Geocell Visa Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.
ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა

Geocell Visa Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 27 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის დასაწყისში სასაუბრო წუთების სახით.თვის განმავლობაში ბონუს წუთების მაქსიმალური რაოდენობაა 100 წუთი.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად
SMS-ის საშუალებით.
ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელია
SMS-ის გაგზავნით, ტექსტით «2» ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).
ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა

ბონუს წუთები წარმოადგენს დამატებით სასაუბრო დროს
Geocell Visa Card-ის მფლობელთათვის იმ 27 წუთისგან დამოუკიდებლად, რომელსაც 877 სისტემის აბონენტი იღებს ყოველი თვის დასაწყისში სააბონენტო გადასახადის ხარჯზე.

ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო
SMS-ები — ჯეოსელის/ლაი ლაის და სხვა ოპერატორის ნომრებზე გასაგზავნად. ზარის განხორციელებისას თავდაპირველად იხარჯება ბონუს წუთები, ხოლო შემდეგ ჯეოსელის სტანდარტული უფასო 27 წუთი. გამოუყენებელი ბონუსები მომდევნო თვეში არ გადადის.

ბონუს წუთები არ დაირიცხება
Geocell Visa Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:
·             თანხის განაღდება;
·             ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;
·             Geocell Visa Card-ის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვის დროს;
·             გაუქმებული ოპერაციები Geocell Visa Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.




                                                   სესხები

 

                                      იპოთეკური სესხი

 

ბაზისბანკი იპოთეკურ სესხებს სთავაზობს ყველას, ვისაც სურს საცხოვრებელი ბინის, სახლების, აგარაკების შეძენა; აშენება ან გარემონტება
სესხის მოცულობა:
მინიმალური თანხა – 1 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი 
მაქსიმალური თანხა – 150 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი
სესხის ვადა:
  • მინიმალური – 6 თვე;
  • მაქსიმალური – 10 წელი.

    წლიური საპროცენტო განაკვეთი: წლიური საპრცენტო განაკვეთი - 16 %-დან*.
    *ყოველ კონკრეტულ შემთხვევში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და ვადაზე, მიმდინარე სამსახურში მსესხებლის მუშაობის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მსესხებლის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე, ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული), აგრეთვე იმ ორგანიზაციის რეიტინგსა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი.
    სესხის დაფარვა

    სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლის მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ, ყოველთვიურად), ამასთან ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი ერთსა და იმავე მოცულობას შეადგენდეს თითოეული დაფარვისას.

    სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს:

    დასაკრედიტებელი ობიექტი (აუცილებელი წესით);
    ავტომანქანა;
    დამატებით სხვა უძრავი ქონება.

    ვის შეუძლია სესხით სარგებლობა:იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი - მინიმუმ 600 ლარის ოდენობით:

    შრომის ანაზღაურების სახით;
    საიჯარო გადასახადის სახით;
    დივიდენდის სახით.

    მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 2 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე მუშაობისა – 6 თვეზე ნაკლები.

    საჭირო საბუთები:
    განაცხადი კრედიტის მიღებაზე;
    რეკომენდაცია სამსახურიდან;
    შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

    საჭირო პროცედურა:
კრედიტის მიღებაზე განაცხადის შევსება და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება;
საჭირო საბუთების წარმოდგენა ბანკში;
უზრუნველყოფის ობიექტების დათვალიერება;
უზრუნველყოფის ობიექტების დაგირავება.

სესხის შესახებ საკრედიტო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა არის ბანკში საბუთების სრულად წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღე.
 

 

 სტუდენტური სესხების პროგრამა

 

სტუდენტური სესხი ყველასთვის, ვისაც განათლების მიღება სურს!

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სტუდენტურ სესხს:
ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად
მოკლევადიანი, სემესტრული სტუდენტური სესხი
ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დაფინანსება
სესხის ვადა - 3 თვიდან 2 წლამდე
სესხის თანხა - სწავლის ღირებულების შესაბამისად (მაქსიმუმ 10.000 ლარი)
საპროცენტო განაკვეთი - წლიური 18% –დან.
საშეღავათო პერიოდი - მაქს. 1 წელი.
სესხის უზრუნველყოფა - მინიმუმ 400 ლარის სტაბილური შემოსავლის მქონე 2 პირის თავდებობა


მოკლევადიანი, სემესტრული სტუდენტური სესხი
სესხის ვადა - 6 თვემდე
სესხის თანხა - სწავლის ღირებულების შესაბამისად (წლიური გადასახადი)
საპროცენტო განაკვეთი - წლიური 18% –დან*.
სესხის უზრუნველყოფა მინიმუმ 400 ლარის სტაბილური შემოსავლის მქონე 2 პირის თავდებობა
 
სტუდენტური სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
 
პირადობის მოწმობა
განაცხადი სესხის აღებაზე
თავდები პირების შემოსავლების / ხელფასის (აუცილებელია ერიცხებოდეს ბანკში) დამადასტურებელი საბუთები და მათი პირადობის მოწმობები

 

 სამომხმარებლო სესხები

სასარგებლო ბანკის სამომხმარებლო სესხები სწავლისა და მოგზაურობის დასაფინანსებლად; ავტომობილის, ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და სხვა ნივთების შესაძენად

სესხების მოცულობა:
მინიმალური თანხა – 300 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი. 
მაქსიმალური თანხა – 100 000 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი. 
სესხის ვადა: მინიმალური – 1 თვე; მაქსიმალური – 5 წელი.
მსესხებლის თანამონაწილეობა 5000 აშშ დოლარამდე სესხებზე – არ მოითხოვება;
  
წლიური საპრცენტო განაკვეთი - 18%-დან*.
*ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და ვადაზე, მიმდინარე სამსახურში მსესხებლის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მსესხებლის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე, ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული), აგრეთვე იმ ორგანიზაციის რეიტინგისა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი.
სესხის დაფარვა
სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლების მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ, ყოველთვიურად), ამასთან ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და გადასახდელი პროცენტის ჯამი ერთსა და იმავე მოცულობას შეადგენდეს თითოეული დაფარვისას.
სესხის უზრუნველყოფა
  • სესხი გაიცემა მსესხებლის შემოსავლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე
  • სხვა სახის უზრუნველყოფა მოითხოვება სესხის ოდენობის შესაბამისად
ვის შეუძლია სამომხმარებლო სესხით სარგებლობა
სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი მინიმუმ 400 ლარისა:
შრომის ანაზღაურების სახით;
საიჯარო გადასახადის სახით;
დივიდენდის სახით.
მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
საჭირო საბუთები:
განაცხადი სესხის მიღებაზე;
შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საჭირო პროცედურა
სესხის მიღებაზე განაცხადის შევსება და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება;
საჭირო საბუთების წარმოდგენა ბანკში;
სესხის შესახებ საკრედიტო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა არის ბანკში საბუთების სრულად წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღე.
 




No comments:

Post a Comment