Friday 14 December 2012

ბანკი კონსტანტა

                




               

მოკლე ისტორია:

 

 

ბანკი კონსტანტა საქართველოს კომერციულ ბანკთა რიცხვს 2008 წლის ივლისში შეუერთდა. კონსტანტა არის ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბანკად გარდაიქმნა. კომპანია 1997 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე და მისი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას მცირე და საშუალო მეწარმეთათვის მიკროსაფინანსო მომსახურების გაწევა წარმოადგენს. არსებობის 13 წელზე მეტი ხნის მანძილზე კომპანიამ შეძლო ათასობით ბიზნესისათვის გაემართა ხელი და საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მომხმარებელში სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯმა და სტაბილურმა ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ დღის წესრიგში დადგა ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოების საკითხი და საბოლოოდ იგი საბანკო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
დღეისათვის, ბანკი კონსტანტა საქართველოს მასშტაბით არსებული 40-ზე მეტი  ფილიალის საშუალებით სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება და არსებული ფილიალიდან უმეტესობა სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არის განთავსებული. ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე, ბანკი კონსტანტა ცდილობს ახლოს მივიდეს მომხარებელთან და ფინანსური მომსახურება გაუწიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საბანკო სერვისზე.


                                   სესხები


მცირე და საშუალო ბიზნეს სესხი 

 


მცირე და საშუალო ბიზნეს სესხი

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის საშუალებით მეწარმეებს შეუძლიათ დააფინანსონ საბრუნავი და ძირითადი საშუალებების შეძენა, განახორციელონ ინვესტიციები და დაფარონ არსებული ვალდებულებები.
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის მახასიათებლები:
სასესხო თანხა
ვალუტა
სასესხო ვადა(თვე)
უზრუნველყოფა
50,000 - დან 200 000-მდე
აშშ დოლარი
მინიმუმ  3 - მაქსიმუმ 84 თვე
თავდებობა, უძრავი ან/და
მოძრავი ქონება
80,000 - დან 300 000-მდე
ლარი
მინიმუმ  3 - მაქსიმუმ 84 თვე
თავდებობა, უძრავი ან/და
მოძრავი ქონება



სწრაფი სესხი 

გსურთ განავითაროთ თქვენი საქმიანობა, გაზარდოთ საბრუნავი კაპიტალი, შეიძინოთ ბიზნესისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები, გააფართოვოთ ან გაარემონტოთ საწარმოო ფართი?

ბანკი კონსტანტა გთავაზობთ მარტივ გადაწყვეტილებას - სწრაფ სესხს.

სწრაფი სესხის მეშვეობით თქვენ მიიღებთ საჭირო თანხას სწრაფად და მარტივად და ისარგებლებთ არაერთი სხვა უპირატესობით.

სწრაფი სესხის მახასიათებლები
სასესხო თანხა
ვალუტა
სასესხო ვადა
უზრუნველყოფა
3001-დან 17,000-მდე
ლარი
36 თვემდე
თავდებობა/უძრავი ქონება






საბარაქო სესხი 

 

თუ ხართ წვრილი ან მცირე ბიზნესის მფლობელი სოფლის მეურნეობის სფეროში და გსურთ განავითაროთ და გააფართოოთ თქვენი საქმიანობა - საბარაქო სესხი თქვენთვისაა.
საბარაქო სესხის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მანქანა-დანადგარები, სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი მასალა, გაარემონტოთ ან გააფართოვოთ საწარმოო ფართი.
საბარაქო სესხი გამოირჩევა გადახდის მოქნილი გრაფიკითა და მნიშვნელოვანი საშეღავათო პერიოდით.

საბარაქო სესხის მახასიათებლები
სასესხო თანხა
ვალუტა
სასესხო ვადა
უზრუნველყოფა
3001-დან 17,000-მდე
ლარი
24 თვემდე
თავდებობა, უძრავი ან/და მოძრავი ქონება
1701-დან 30,000-მდე
აშშ დოლარი
60 თვემდ


No comments:

Post a Comment