საქართველოს ბანკი

Bank of Georgia
ლომი ცხოველთა მეფეა და ძალის, გაბედულობისა და სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს, ანუ ყველა იმ თვისების სიმბოლოს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკისათვის.







Bank of Georgia




როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და დიდი ისტორიის მქონე ბანკი, ვიზუალურ სიმბოლოდ ე.წ. ალაზნის ველის მიდამოებში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების რეპროდუქციას ვიყენებთ. ,,ალაზნის ველის ლომი" დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით და ქართული ლომის ყველაზე ძირძველ გამოსახულებას წარმოადგენს. ეს საგანძური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.





                                 სახელი

გერქვას საქართველოს ბანკი, ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა.
ჩვენ ვემსახურებით მთელი საქართველოს მოსახლეობას.
ყოველდღიურად ურთიერთობა გვაქვს ასიათასობით განსხვავებულ ადამიანთან და ყოველი მათგანისთვის ვქმნით და ვავითარებთ საუკეთესო საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას.
ჩვენ გვესმის ყოველი ადამიანის, მიუხედავად მისი მოთხოვნების, საცხოვრებელი ადგილის, შემოსავლისა თუ ასაკისა.
ყოველი დღე ჩვენთვის არის გამოწვევა ვიყოთ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ვიზრუნოთ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაზე და დავიცვათ საქართველოს ბანკის სახელის საპატიო ღირსება.

სლოგანი

Bank of Georgia

რასაც არ უნდა ნიშნავდეს მომავალი, ის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვარსებობთ, რათა შეგამზადოთ მომავლისთვის – ფინანსურად, რაციონალურად, ემოციურად, სოციალურად, უფრო მეტიც, ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს.

 

 

ფერი

                        ჩვენი ნარინჯისფერი სულისკვეთება

ნარინჯისფერი არის წითელი ფერის ენერგიისა და ყვითელი ფერის ბედნიერების ნაზავი. ის ძალზე მიმზიდველია და ასხივებს ბედნიერების ენერგიას, რომლითაც ჩვენც ვივსებით და სხვასაც გადავცემთ.

ნარინჯისფერი შემოქმედებითი აზროვნებისა და სიახლის ძიების სიმბოლოს წარმოადგენს.
ნარინჯისფერი არის საუკეთესო სტიმულატორი, რომელიც ზრდის საკუთარი თავის რწმენას, თავისუფლების შეგრძნებასა და ემოციების გამოხატვის სურვილს.
ჩვენთვის ნარინჯისფერია – ბედნიერება, სითბო, ენერგია, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, შემოქმედება, მოტივაცია, მგრძნობელობა, აღფრთოვანება, ძალა, გაბედულობა, მიზნების მიღწევა, ცნობადობა, ჰარმონია, ბალანსი და, რაც მთავარია, სიყვარული.



            საკონტაქტო ინფორმაცია:

სატელეფონო ცენტრი - (+995 32) 2 444 444

ჩვენი ოპერატორები მზად არიან მოგაწოდონ ინფორმაცია ან დაგეხმარონ საკითხების მოგვარებაში 24 საათის განმავლობაში.

ელფოსტა - customerservice@bog.ge

ჩვენთან დაკავშირება ელექტრონული ფოსტითაც შეგიძლიათ, მოგვწერეთ წერილი customerservice@bog.ge-ზე და ჩვენი თანამშრომელი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.

ანონიმური ცხელი ხაზი - *4004

განაცხადეთ ნებისმიერი არაეთიკური, არაკანონიერი ან საეჭვო გამოვლინების შესახებ (მაგალითად: დოკუმენტაციის გაყალბება, კონფიდენციალურობის დარღვევა, კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი, არაკეთილსინდისიერი საქციელი და სხვა). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ანონიმური ცხელი ხაზის ვებგვერდი

სათავო ოფისის მისამართი

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი:
საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქუჩა N29ა.

 

                      დირექტორატი

 

 

ირაკლი გილაური

გენერალური დირექტორი

ირაკლი გილაური „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2006 წლის მაისში იკავებს. მანამდე, 2004 წლის სექტემბრიდან იგი „საქართველოს ბანკის“ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. 1999-2004 წლებში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) თბილისისა და ლონდონის ოფისებში მსახურობს ბანკირად. ირაკლი გილაურმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში ეკონომიკისა და ფინანსების განხრით ლიმერიკის უნივერსიტეტში, ირლანდიაში. 2003-2004 წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს „ჩივენინგის“ სტიპენდიით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი „სითი უნივერსიტეტის“ „კასის ბიზნეს–სკოლაში“ საბანკო საქმესა და საერთაშორისო ფინანსების დარგში.

 


 


არჩილ გაჩეჩილაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე
კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში

არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, კორპორატიული საბანკო საქმიანობის მიმართულებით 2008 წლიდან. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე არჩილი კორპორატიული რესტრუქტურიზაციის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა „თიბისი ბანკში“. საქართველოში დაბრუნებამდე, იგი მოღვაწეობდა ლონდონში  “Lehman Brothers Private Equity”-ში (ამჟამად Trilantic Capital Partners), ხოლო 1998-2004 წლებში მუშაობდა “Salford Equity Partners”-ში, EBRD-ს თბილისისა და ლონდონის ოფისებში უფროს ანალიტიკოსად, “KPMG Barents”-ში – უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად, მსოფლიო ბანკის “CERMA”-ს პროექტში – გუნდის ლიდერად. არჩილი არის CFA სერტიფიკატის მფლობელი და CFA საზოგადოების წევრი, ამასთან, მან მიიღო MBA ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და იურისპრუდენციაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.





 


ავთო ნამიჩეიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე
იურიდულ საკითხებში

ავთო ნამიჩეიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილეა იურიდიულ საკითხებში. 2007 წლის მარტიდან. ავთო „საქართველოს ბანკის“ გენერალური იურიდიული მრჩეველია. „საქართველოს ბანკში“ მოსვლამდე იგი წამყვანი იურიდიული ფირმის, შპს. „ბეგიაშვილი და კომპანიი“-ს პარტნიორი იყო და სამი წლის განმავლობაში უწევდა გარე იურიდიულ კონსულტაციას „საქართველოს ბანკს. ავთო ნამიჩეიშვილი საქართველოში ევროპის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრია. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (LLM) საერთაშორისო ბიზნესის სამართლის დარგში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში– უნგრეთში და ბაკალავრის ხარისხი იურისპრუდენციასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

  http://bankofgeorgia.ge/

 

 

 

 

 





No comments:

Post a Comment