Friday 14 December 2012

პროკრედიტ ბანკი

 

                                                

 

 

ბანკის მისია

 

პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული სრული სპექტრის მომსახურების ბანკი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს როგორც კერძო პირებს, ასევე საწარმოებს. ჩვენი საქმიანობისას ვიცავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს: უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობას, არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე და უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც ჯანსაღ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება და თითოეული კლიენტის მდგომარეობაზეა მორგებული. საბანკო საქმიანობისადმი ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა ხელს გვიწყობს ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაში, რაც ორმხრივ ნდობას ეფუძნება.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, რადგან გვჯერა, სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კერძო პირებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი ანაბრებისა და სხვა მომსახურების შეთავაზებით  და ფინანსურ განათლებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ დაზოგვისა და პასუხისმგებლობის კულტურას, რაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა. 
ჩვენი აქციონერები საკუთარი ინვესტიციებისაგან გრძელვადიან სტაბილურ შემოსავლებს ელიან, მაგრამ მათი ძირითადი ინტერესი მოკლევადიანი მოგების მიღების მაქსიმიზაცია არ არის. ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს კადრების მომზადებასა და განვითარებაში, რათა შექმნას სასიამოვნო და ეფექტიანი სამუშაო გარემო, ხოლო კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად მეგობრული და კონკურენტუნარიანი მომსახურება.


თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის

პროკრედიტ ბანკი თქვენ და თქვენს ოჯახს საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრს გთავაზობთ, სადაც თქვენი მოთხოვნები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია ანაბრებზე, ფულად გადარიცხვებსა და სხვა საცალო პროდუქტებზე შემოგთავაზოთ საუკეთესო მომსახურება ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.
პროკრედიტ ბანკი არის ბანკი ყველასათვის, სადაც თქვენი მოთხოვნები ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან, დახმარება გაგიწიონ და თქვენს კითხვებს უპასუხონ.
ამ განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული ყველა საბანკო პროდუქტის შესახებ.
ჩვენ საქართველოში უკვე 300,000–ზე მეტ კლიენტს ვემსახურებით და მოხარული ვიქნებით, მაღალი ხარისხის მომსახურება გაგიწიოთ თქვენ და თქვენს ოჯახს.



მენეჯმენტი 
საშა ტერნესი Dr. h.c. საშა ტერნესი – დირექტორთა საბჭოს წევრი / გენერალური დირექტორი. 2007 წლის აპრილიდან პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტის საბჭოს წევრია და ამჟამად სათავეში უდგას ადამიანური რესურსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და უსაფრთხოების, ბიზნესის მხარდაჭერის, მარკეტინგის, კომპლაენსის/უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის და ცენტრალიზებული ბექ ოფისის განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში მუშაობის დაწყებამდე 13 წლის განმავლობაში წამყვანი პოზიციები ეკავა საერთაშორისო განვითარებასა და ინვესტიციებზე ორიენტირებულ გერმანიის ტექნოლოგიურ ჯგუფში. როგორც ფინანსური და ბიზნეს ადმინისტრირების განათლების მქონე, ის პასუხისმგებელი იყო მთელი რიგი ოპერაციების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე 10 ქვეყანაში, რაც ასევე გულისხმობდა მივლინებებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ქეთევან ხუსკივაძე ქეთევან ხუსკივაძე – დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი. 2010 წლის შემოდგომაზე დაინიშნა  ბანკის მენეჯმენტის საბჭოს წევრად და სათავეში უდგას საკრედიტო რისკების, საშუალო სესხების შეფასების, სესხების რექავერის, ბიზნეს ოპერაციების კონტროლის, რისკების მართვის და იურიდიულ განყოფილებებს.  პროკრედიტ ბანკი საქართველოში ბანკის დაარსებიდან, 1999 წლიდან მუშაობს. დირექტორად დანიშვნამდე ის იყო მენეჯმენტის გაფართოებული საბჭოს წევრი  და პროკრედიტ ბანკი საქართველოს საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი, საკრედიტო რისკების მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი და კლიენტთა მრჩეველი. ქეთევან ხუსკივაძემ 2008 წელს დაამთავრა პროკრედიტის აკადემია (ფიურტი, გერმანია).
4325430843114308430943044316_4305432343204307432343144312_120
ქეთევან ბურდული – დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი2012  წელს დაინიშნა  ბანკის მენეჯმენტის გუნდის წევრად და სათავეში უდგას ძალიან მცირე, მცირე, საშუალო ბიზნესისა და აგრო კლიენტების განყოფილებას. პროკრედიტ ბანკ საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. დირექტორად დანიშვნამდე იყო ბიზნეს კლიენტების სამმართველოს უფროსი, მიკრო სესხების კოორდინატორი,  საცალო სესხების კოორდინატორი და საკრედიტო ოფიცერი. ამჟამად ქეთევან ბურდული სწავლობს პროკრედიტ ბანკის აკადემიაში (ფიურტი, გერმანია).
თეა თაბაგარი
თეა თაბაგარი - გაფართოებული მენეჯმენტის წევრი / შიდა მომსახურების სამმართველოს უფროსი. სათავეში უდგას ადმინისტრაციის, შესყიდვების, შიდა საორგანიზაციო განყოფილებებს.  პროკრედიტ ბანკ საქართველოში მუშაობს 2008 წლიდან. შიდა მომსახურების სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე იყო ორგანიზაციული სამმართველოს უფროსი და პროექტების მენეჯერი.
პროკრედიტ ბანკში მოსვლამდე მუშაობდა საბანკო სფეროში პროექტების მენეჯერად და ასევე გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საცალო ბანკების მხარდაჭერას.  2011 წელს დაამთავრა პროკრედიტ ბანკის მაკედონიის რეგიონული აკადემია.



No comments:

Post a Comment